Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაცებს ამომრჩეველი კიდევ ერთხელ ეუბნება არას იმიტომ, რომ მობეზრდათ და არ უნდა ტყუილი დაპირებები, დეზინფორმაცია, ომი, რევოლუცია, არეულობა და დესტაბილიზაცია – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 02/04/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

„ქართული ოცნება,“ იგებს იმიტომ, რომ ამომრჩეველი ხედავს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წინასწარი შუალედური არჩევნების შედეგებს.

როგორც ნიკოლეიშვილო წერს, ძალიან გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი,რომელიც კარგად არჩევს ვის უნდა მშვიდობა და ქვეყნის განვითარება.”

,,არჩევნები, ჩვეულებრივი იქნება თუ შუალედური ხალხის ნებისა და განწყობის ინდიკატორია. რაც არ უნდა იკივლოს და იწივლოს ოპოზიციამ, მათმა არასამთავროებმა და დეზინფორმაციის მანქანა-ტელევიზიებმა ფაქტი სახეზე „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოუგო. მიზეზი იმდენად მარტივი და უბრალოა, საერთოდ პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანიც კი მიხვდება: ნაცებს კიდევ ერთხელ ეუბნება არას ამომრჩეველი იმიტომ, რომ მობეზრდათ და არ უნდა: • მათ ტყუილი დაპირებები, ფეიკები და დეზინფორმაცია; • ომი, რევოლუცია, არეულობა და დესტაბილიზაცია; • სააკაშვილის ბაქიბუქის მოსმენა; • ერთ და იგივე ვადაგასული პოპულისტი და არაფრისმაქნისი მონაცო პოლიტიკოსების დანახვა! „ქართული ოცნება,“ კი იგებს იმიტომ, რომ ამომრჩეველი ხედავს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. ძალიან, ძალიან გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი,რომელიც კარგად არჩევს ვის უნდა სხვისი შვილების ომში გარეკვისა და სიკვდილის ხარჯზე თავის შვილების ფუფუნებაში გაზრდა, ოღონდ სამშობლოს სიყვარულით არა და ვის უნდა მშვიდობა და ქვეყნის განვითარება”– წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ცესკო – შუალედური არჩევნები შედგა, კენჭისყრა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა
Next: „ნაციონალურ მოძრაობას“, „ომის პარტიას“ მშვიდობისა და ქვეყნის განვითარებისათვის ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025