Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, N11 პენიტენციური დაწესებულება ახალი კომპიუტერებით აღიჭურვა

მარშალ პრესი 07/07/2022
02

საოფისე პროგრამებსა და უცხო ენების კურსებს მსჯავრდებულები ახალი კომპიუტერებით გაივლიან. მსჯავრდებულთა სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, აშშ საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურომ (INL) მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს გადასცა 15 ახალი კომპიუტერი, რომლებიც არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განთავსდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თანამედროვე ტექნიკით განახლებული საკლასო ოთახი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და INL-ის დირექტორმა სარა რუპერტმა დაათვალიერა. მხარეების განცხადებით, ახალი ტექნიკა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სასწავლო პროცესის ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს.

მიმდინარე წელს N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასწავლო კურსები ზოგადი უნარებისა და უცხო ენების მიმართულებით მიმდინარეობს. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს ეუფლებიან. წელს, სასწავლო კურსებში 23 მსჯავრდებულია ჩართული. მათთვის სასწავლო მასალების დაბეჭდვისა და მიწოდების მიზნით, INL-მა ცენტრს ახალი პრინტერიც გადასცა.

Continue Reading

Previous: ნონა გაფრინდაშვილმა მსჯავრდადებულებისათვის ჭადრაკში მასტერკლასი ჩაატარა
Next: მთელი ცხოვრება საქართველოს და ქართველის კეთილდღეობას შეწირა და ამისთვის სთხოვენ პასუხს – ირაკლი ლატარია ბიძინა ივანიშვილზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025