Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილმა მსჯავრდადებულებისათვის ჭადრაკში მასტერკლასი ჩაატარა

მარშალ პრესი 07/07/2022
untitled-design-85

პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი №16 და №12 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდადებულთა შორის შიდა საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულებს შეხვდა და მასტერკლასი ჩაატარა.

მსოფლიო ჩემპიონმა მსჯავრდადებულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გამარჯვებულებს სიგელები გადასცა. შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, უწყების წარმომადგენლები და საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგია იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით დაინერგა. პროექტის ფარგლებში, ბრალდებულებს/მსჯავრდადებულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ სპორტულ განათლებას, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ტურნირებში და დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობით.

Continue Reading

Previous: ისინი არ იცნობენ ქართულ ცნობიერებას და ხასიათს, იმიტომ რომ დიდი ხანია დაკარგეს მასთან კავშირი – ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე
Next: არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, N11 პენიტენციური დაწესებულება ახალი კომპიუტერებით აღიჭურვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025