Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მთელი ცხოვრება საქართველოს და ქართველის კეთილდღეობას შეწირა და ამისთვის სთხოვენ პასუხს – ირაკლი ლატარია ბიძინა ივანიშვილზე

მარშალ პრესი 07/07/2022
ირაკლი ლატარია

,,არ პატიობენ სიკეთეს, ბოროტების დამარცხებას, არ პატიობენ იმას, რომ დღეს თბილისი არ არის მარიუპოლი, არ პატიობენ მეგის ქარდავების დამარცხებას, არ პატიობენ სიტყვის თავისუფლების დამკვიდრებას, არ პატიობენ უდანაშაულო ხალხის არ დაჭერას, არ პატიობენ წამლის არ ჩადებებს, არ პატიობენ ტერიტორიების რუსებზე არ გადაცემას, არ პატიობენ ჩვენი იდენტობის არ გაქრობას და ყველაზე მთავარი: არ პატიობენ ხალხის სიყვარულს,’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ლატარია წერს, კაცმა მთელი ცხოვრება საქართველოს და ქართველის კეთილდღეობას შეწირა და ამისთვის სთხოვენ პასუხს.

“არ პატიობენ სიკეთეს, ბოროტების დამარცხებას, არ პატიობენ იმას, რომ დღეს თბილისი არ არის მარიუპოლი, არ პატიობენ მეგის ქარდავების დამარცხებას, არ პატიობენ სიტყვის თავისუფლების დამკვიდრებას, არ პატიობენ უდანაშაულო ხალხის არ დაჭერას, არ პატიობენ წამლის არ ჩადებებს, არ პატიობენ ტერიტორიების რუსებზე არ გადაცემას, არ პატიობენ ჩვენი იდენტობის არ გაქრობას და ყველაზე მთავარი: არ პატიობენ ხალხის სიყვარულს. ასეთი რამ არც კი წამიკითხავს არასოდეს, კაცმა მთელი ცხოვრება საქართველოს და ქართველის კეთილდღეობას შეწირა და ამისთვის სთხოვენ პასუხს. არა რა, ბევრჯერ მიფიქრია, მართლა რა ნერვები ჰქონია ბიძინა ივანიშვილს, თორემ მის ადგილას წარმომიდგენია ბევრი როგორ მოიქცეოდა?.

კაცს შეეძლო თვითონ და მისი მინიმუმ ათი თაობა ყოლოდა ისე, რომ ცხოვრებაში არავისგან საყვედურსაც კი არ მიიღებდა და ისევ ჩვენთვის, ისევ ქართველებისთვის ჩაიგდო საფრთხის წინაშე ცხოვრება და რას იღებს? უსამართლო, უარგუმენტო და რაც მთავარია უსაფუძვლო ,,დასჯას”. სხვა არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ივანიშვილს გავყევი თავის დროზე დიდ ბრძოლაში და არც ახლა ვაპირებ რამდენიმე ნაძირალას გამო უარი ვთქვა მის დაცვასა თუ უბრალოდ გვერდში დგომაზე, ბოლოს და ბოლოს თავს ვთვლი ვალდებულად რადგან სწორედ ბიძინაა ის კაცი, რომელმაც შეძლო და ისეთი სიბოროტე ჩამოგვაშორა, როგორიც გიულის შვილი და მისი ,,ბანდა” გახლდათ. ნერვები მაქვს დაწყვეტას, კაცს ებრძვიან იმის გამო, რომ საქართველო უყვარს!’’ – წერს ლატარია.

Post navigation

Previous: არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, N11 პენიტენციური დაწესებულება ახალი კომპიუტერებით აღიჭურვა
Next: ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ღიად ერთვებიან ქართველი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენებისა და ქართული სახელმწიფოს განადგურების პროექტში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.