Skip to content
17/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასეთ უტიფარ ტყუილებზე გაიზარდნენ და ახლაც, უკვე ასაკში, ვერ მოიშალეს – ზაალ ანჯაფარიძე სალომე სამადაშვილზე

მარშალ პრესი 17/06/2026
zaal anjaparidze

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სტატისტიკის თანახმად, საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე ღატაკი სახელმწიფოა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და უტიფარ ტყუილს უწოდებს.

მისი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით საქართველოს ლიდერობა კანდიდატ ქვეყნებს შორის აჩვენებს, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.

“სწორედ ასეთ უტიფარ ტყუილებზე გაიზარდნენ და ახლაც უკვე ასაკში ვერ მოიშალეს, რომ იტყვიან ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო (თუმცა რჯულის საკითხიც გასარკვევია!). ისე საიდან მოხიკა და ერთ პარტიაში შეაქუჩა ხაზარაძემ ამდენი ნაგავი.
თუკი, სერიოზულად მივუდგებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ სინამდვილეში რასთან გვქონდა მაშინ საქმე და რასთან გვაქვს ახლა. არაფერი შეცვლილა კალენდარზე თარიღების გარდა,” – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: სოფელ სალიბაურში, მინი სპორტული მოედნისა და გასართობი საზოგადოებრივი სკვერის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
Next: დავით ჩიხელიძე: სალომე სამადაშვილისა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პირდაპირი დავალება საქართველოზე თავდასხმაა და არა რეალური ოპონირება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.