Skip to content
17/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სოფელ სალიბაურში, მინი სპორტული მოედნისა და გასართობი საზოგადოებრივი სკვერის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

მარშალ პრესი 17/06/2026
725657048_1393627776153137_6475203191842488903_n
სოფელ სალიბაურში, მინი სპორტული მოედნისა და გასართობი საზოგადოებრივი სკვერის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტების ფარგლებში, განხორციელდება ახალი მინი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები, მოეწყობა სექციური ღობე, განათება და ხელოვნური მინდვრის საფარი. სკვერში დაირგვება მწვანე ნარგავები, განთავსდება მოსასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები, გარე განათების ქსელი და საბავშვო გასართობი ატრაქციონები.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სოფელში სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოსახლეობისათვის თანამედროვე, საზოგადოებრივი სივრცის შექმნას.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: რუმინეთიც და სხვა ქვეყნებიც დარწმუნდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და მსგავსი ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს
Next: ასეთ უტიფარ ტყუილებზე გაიზარდნენ და ახლაც, უკვე ასაკში, ვერ მოიშალეს – ზაალ ანჯაფარიძე სალომე სამადაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.