Skip to content
17/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: სალომე სამადაშვილისა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პირდაპირი დავალება საქართველოზე თავდასხმაა და არა რეალური ოპონირება

მარშალ პრესი 17/06/2026
davit chikhelidze

სალომე სამადაშვილმა ბრიყვული, თუმცა დამაჯერებელი სახით განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნების ეკონომიკებს ჩამორჩება და ქვეყანა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ეკონომიკად წარმოაჩინა – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, 2026 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, უკრაინის – 2%-ით, ხოლო მოლდოვის – 2%-ით.

მისივე შეფასებით, დღეს რომ სალომე სამადაშვილი და რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველო ნამდვილად იქნებოდა ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა, რადგან მათი მმართველობის პირობებში წარმატებაზე საუბარი რთულია.

„ სამადაშვილისა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პირდაპირი დავალება საქართველოზე თავდასხმაა და არა რეალური ოპონირება. სალომე სამადაშვილმა ბრიყვული, თუმცა დამაჯერებელი სახით განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნების ეკონომიკებს ჩამორჩება და ქვეყანა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ეკონომიკად წარმოაჩინა. არადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასე გამოიყურება:

საქართველო – $11,570
მოლდოვა – $9,350
უკრაინა – $6,980

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, 2026 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, უკრაინის – 2%-ით, ხოლო მოლდოვის – 2%-ით.

სწორედ ეს არის მშვიდობის, სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ეროვნული, სუვერენული კურსის შედეგი. როდესაც არ აჰყვები გარე ძალების მოწოდებებს და ბოლომდე იცავ საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და დღის წესრიგს, შედეგიც სახეზეა, ეკონომიკური ზრდა და განვითარება.

დღეს რომ სამადაშვილი და რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველო ნამდვილად იქნებოდა ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა, რადგან მათი მმართველობის პირობებში წარმატებაზე საუბარი რთულია. მათთვის მთავარი საკუთარი პოლიტიკური მფარველების მითითებების შესრულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა საქართველოს დასუსტების გზას ნიშნავს.

ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული და დამოუკიდებელი საქართველოს ხილვა არც დასავლეთის და არც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის გეგმებში ჯდება. სწორედ ამიტომ აღიზიანებთ საქართველოს წარმატება და დამოუკიდებელი პოლიტიკა. მათ ისევე აშინებთ დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს დანახვა, როგორც ეშმაკს ჯვრის!“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ასეთ უტიფარ ტყუილებზე გაიზარდნენ და ახლაც, უკვე ასაკში, ვერ მოიშალეს – ზაალ ანჯაფარიძე სალომე სამადაშვილზე
Next: თავად ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ისმის აღიარება, რომ სწორედ ომი გახდა გაფართოების დღის წესრიგის განმაპირობებელი ფაქტორი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.