Skip to content
15/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვა რომ შეძლოს. ამის გამო კი რადიკალები მთელ სისტემას ჩირქს სცხებენ

მარშალ პრესი 15/06/2026
guram macharashvili01

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე მედიაში გავრცელებულ მასალაზე საუბრისას ხაზი გაუსვა რადიკალური ოპოზიციის მცდელობას, ჩირქი მოსცხოს მთელ სამართალდამცავ სისტემას. დეპუტატმა გაიხსენა ძალადობრივი აქციები და თქვა, რომ რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები ცდილობდნენ პოლიციელების პროვოცირებას, ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთ შემთხვევაში პოლიცია ვალდებბულიც კია, მიიღოს შესაბამისი, პროპორციული ზომები: „პოლიციელები, კორდონს ქმნიდნენ და რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები მათთან მიდიოდნენ, სხვადასხვა საგანს ესროდნენ, ცდილობდნენ, გამოეწვიათ პოლიციელები. რადიკალებისთვის არაფერს ნიშნავს, პოლიციელების უკან სახელმწიფო და მათი ოჯახები რომ დგანან“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ველზე საქმიანობა რაც შეიძლება სწრაფად, სამართლებრივად უნდა დასრულდეს. „რადიკალური ოპოზიცია არ ფიქრობს, რა მოჰყვება პოლიციის დისკრედიტაციას სამართალდამცავ სისტემაში, ძალოვან უწყებებში, შსს-ში, პოლიციელების ოჯახებში. ამაზე რომ ფიქრობდნენ, აქციებზე მდგარი ხალხი მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ხომ არ ესროდა, ხომ არ შეურაცხყოფდა პოლიციას.

თან საუბარია არა ერთსა და ორ შემთხვევაზე, არამედ ათეულობით პოლიციელის შეურაცხყოფაზე. ხაზგასასმელია, რომ ეს პოლიციელები, კორდონს ქმნიდნენ და რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები მათთან მიდიოდნენ და სხვადასხვა საგანს ესროდნენ, ცდილობდნენ, გამოეწვიათ პოლიციელები. რადიკალებისთვის არაფერს ნიშნავს, რომ პოლიციელების უკან სახელმწიფო და მათი ოჯახები დგანან, ეს მათთვის არაფერს წარმოადგენს. ვიმეორებ, ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, რომ პროპორციული ძალა გამოიყენოს. ეს მისი ვალდებულებაც არის, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვა რომ შეძლოს. ამის შემდეგ კი რადიკალები მთელ სისტემას ჩირქს სცხებენ. ეს ის ძალაა, რომელსაც რაც მალე დავასრულებთ სამართლებრივად, უკეთესი იქნება. სხვა შემთხვევაში, არაფერი შეიცვლება“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ახმეტაში ჩატარდა ფესტივალი სახელწოდებით ,,ერთად ყველაფერს შევძლებთ
Next: პაატა სალია: ,,მნიშვნელოვანია მინისტერიალში მონაწილეობა, რადგან მართლმსაჯულების სისტემის განვითარება, სამართლის უზენაესობა, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.