Skip to content
15/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია: ,,მნიშვნელოვანია მინისტერიალში მონაწილეობა, რადგან მართლმსაჯულების სისტემის განვითარება, სამართლის უზენაესობა, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“

მარშალ პრესი 15/06/2026
PAATA SALIA

პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტერიალში მონაწილეობს. იუსტიციის მინისტრი საუბრობს მაღალი დონის ღონისძიებისა და იმ პლატფორმის შესახებ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობენ.

,,აღნიშნული მინისტერიალი მნიშვნელოვანია პლატფორმაა სამართლის სფეროში აქტუალური საკითხებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ სასაუბროდ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მინისტერიალში მონაწილეობა, რადგან მართლმსაჯულების სისტემის განვითარება, სამართლის უზენაესობა, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

მიმდინარე მინისტერიალი ეძღვნება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ არსებული აქტუალური საკითხების განხილვას, გამოწვევების შესახებ საუბარს და ამ გამოწვევების დაძლევის გზების მოძიებას, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და, იმედი გვაქვს, რომ მინისტერიალზე ერთმანეთს შორის გაცვლილი ინფორმაცია, გაზიარებული გამოცდილება წაადგენა ჩვენს ქვეყანას, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად“,-განაცხადა პაატა სალიამ.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვა რომ შეძლოს. ამის გამო კი რადიკალები მთელ სისტემას ჩირქს სცხებენ
Next: პრემიერი – მივესალმებით აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.