Skip to content
15/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ახმეტაში ჩატარდა ფესტივალი სახელწოდებით ,,ერთად ყველაფერს შევძლებთ

მარშალ პრესი 15/06/2026
722215903_1490474886441497_5991388734654922362_n

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს ინიციატივით, ქალაქ ახმეტაში ჩატარდა ფესტივალი სახელწოდებით ,,ერთად ყველაფერს შევძლებთ”.

ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მერის მოადგილეები – ზურაბ ფილაშვილი და ვანო ნასყიდაშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში შშმ პირთა მონაწილეობით ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობა:
მკლავჭიდი;
ჭადრაკი;
ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა;
მუსიკალური კონკურსი.

ამ დღესთან დაკავშირებით, სპეციალურად ჩეჩნეთიდან ჩამოვიდა პანკისის მკვიდრი, მომღერალი იიმან ფარეულიძე. ორგანიზაცია ,,მზის შვილების” მიერ დაარსებულმა ადაპტირებული ძიუდოს ეროვნული გუნდის ბავშვებმა სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ჯგუფ “რეზო და ბავშვების” კონცერტით დასრულდა.
ფესტივალის მონაწილეებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს
Next: გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვა რომ შეძლოს. ამის გამო კი რადიკალები მთელ სისტემას ჩირქს სცხებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.