Skip to content
15/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სურთ, პოლიციელებს „მწამებლების“ იარლიყი მიაწებონ – პოლიციელები, რომლებიც მიმართავენ ძალადობას, 45 000-მდე გმირი სამართალდამცველის წინაშეც დამნაშავეები არიან, რადგან საბაბს აძლევენ მავნებლებს, რომ მათი სამარცხვინო საქციელი მთლიანად პოლიციაზე განაზოგადონ

მარშალ პრესი 15/06/2026
levan machavariani

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ჩვენმა სამართალდამცველებმა რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების ხუთი რევოლუციური სცენარი გაანეიტრალეს და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი საფრთხე აარიდეს თავიდან, ამ მავნებლებმა თავიანთ მედიასაშუალებებთან ერთად ჩვენი გმირი პოლიციელების გაშავების კამპანია დაიწყეს, – წერს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.

მაჭავარიანი ეხმიანება გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებას, რომელმაც პოლიციას “ქართული ოცნების” პირადი ხულიგნური ბანდა უწოდა და აღნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, გადაცდომები დაუსჯელი არ რჩება.

მისივე თქმით, პოლიციელები, რომლებიც ძალადობას მიმართავენ, 45 ათასამდე კეთილსინდისიერი სამართალდამცველის წინაშეც დამნაშავეები არიან, ვინაიდან, მათი საქციელით მთლიანად პოლიციის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოების შესაძლებლობას აძლევენ ოპოზიციონერებს.

 

“მათ სურთ, პოლიციელებს „მწამებლების“ იარლიყი მიაწებონ და პოლიციელობა სამარცხვინო პროფესიად დაბრენდონ.

საქართველოში გვყავს 45 000-მდე პოლიციელი და, რა თქმა უნდა, როგორც ყველა პროფესიაში, ამ შემთხვევაშიც გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ბოროტად გამოიყენებენ თავიანთ უფლებამოსილებას. სამწუხაროდ, ეს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. ხაზგასასმელია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ასეთი ცალკეული გადაცდომების მიმართ — გადაცდომები არ რჩება დაუსჯელი და, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებულმა, ასევე კანონდამრღვევი პოლიციელების დაკავების ფაქტებმა საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არც ერთი თანამდებობა თუ პროფესია არ წარმოადგენს ინდულგენციას და კანონის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ.

რაც შეეხება პოლიციელებს, რომლებიც მიმართავენ ძალადობას, ისინი არამხოლოდ მორალისა და კანონის წინაშე არიან დამნაშავეები, არამედ იმ 45 000-მდე გმირი სამართალდამცველის წინაშეც, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ემსახურება საკუთარ სამშობლოს, რადგან საბაბს აძლევენ მავნებლებს, რომ მათი სამარცხვინო საქციელი მთლიანად პოლიციაზე განაზოგადონ და შემდეგ მსგავსი ბინძური კამპანიების წარმოების შესაძლებლობა მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პოლიციელები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნების სამართალდამცველები. ისინი ასევე ავლენენ პასუხისმგებლობისა და მოთმინების გაცილებით მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს ევროპულ ქვეყნებში გვინახავს.

ვიხილეთ უამრავი შემთხვევა ევროპის წამყვან ქვეყნებში, თუ როგორ აგრესიულად და ძალადობრივად რეაგირებენ პოლიციელები დემონსტრანტების მხრიდან მათთვის მიყენებულ უმნიშვნელო შეურაცხყოფაზეც კი. ინტერნეტსივრცე გადაჭედილია ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა წამყვანი ქვეყნების მაგალითებით. ვნახეთ, როგორ უსწორდებიან ახალგაზრდა გოგონებს აღნიშნულ ქვეყნებში; ვნახეთ, როგორ დაანარცხეს ძირს ცხრა თვის ორსული ქალბატონი ნიდერლანდებში; ვნახეთ, როგორ გაუსწორდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს ხელკეტებით დანიაში. სამწუხაროდ, მსგავსი უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი.

ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებო, თქვენ ხართ გმირები. თქვენ მუშაობთ 24-საათიან რეჟიმში იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება. ამას აკეთებთ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. თქვენი პროფესია არის და ყოველთვის იქნება ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და დაფასებული ჩვენს ქვეყანაში.

ხოლო რაც შეეხება ჩასაფრებულ რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მედიასაშუალებებს, რომლებიც ბინძურ კამპანიას ეწევიან თქვენი მისამართით, გპირდებით, რომ ჩვენ არც ერთ სიტყვას არ გავუტარებთ და ყოველთვის ისე დაგიდგებით გვერდში, როგორც თქვენ უდგახართ გვერდში საქართველოს.

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ მავნებლებს თქვენი დაცვა რომ დასჭირდეთ, მიუხედავად ყველაფრისა, ამასაც, რა თქმა უნდა, გააკეთებთ, ვინაიდან თქვენ ნამდვილი ქართველები ხართ და ემსახურებით მხოლოდ საქართველოს.” – წერს მაჭავარიანი.

Post navigation

Previous: ბაჩო ოდიშარია ფილმზე – „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის
Next: მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.