Skip to content
15/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება

მარშალ პრესი 15/06/2026
marta kosi

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალი წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ. ამის შესახებ განცხადება მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

კოსს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ევროკავშირი უკრაინისთვის წევრობის დასაწყისში ვეტოს შეზღუდვას, რასაც ევროკომისარმა უპასუხა, რომ აუცილებელია იმ ვითარებამდე მისვლა, როდესაც მოხდება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გაფორმება. მან დაამატა, რომ აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ახალი წევრი სახელმწიფოები ევროპულ წესებს დაიცავენ გაწევრიანებიდან 5-10 ან 15 წლის შემდეგაც.

„ახლა ჩვენ ვართ მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ შეთანხმების მომზადების პროცესში, ამიტომ გავა კიდევ გარკვეული დრო, ვიდრე ჩვენ დავინახავთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. მაგრამ ის, რაც დღეს ვიცით, არის, რომ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების ახალი თაობის შეთანხმებები იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვექნება ახალი დამცავები, რაც უზრუნველყოფს იმას, რაც თქვენ ახსენეთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქსემბურგი მოუწოდებენ ევროკავშირს, განიხილოს ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ხმის უფლების დროებითი შეზღუდვის შესაძლებლობა და იმ გარანტიების შემუშავება, რაც ახალი წევრი სახელმწიფოების მიერ კანონის უზენაესობის დაცვას უზრუნველყოფს.

Post navigation

Previous: სურთ, პოლიციელებს „მწამებლების“ იარლიყი მიაწებონ – პოლიციელები, რომლებიც მიმართავენ ძალადობას, 45 000-მდე გმირი სამართალდამცველის წინაშეც დამნაშავეები არიან, რადგან საბაბს აძლევენ მავნებლებს, რომ მათი სამარცხვინო საქციელი მთლიანად პოლიციაზე განაზოგადონ
Next: „ენმ“-ს ყოფილი წევრი ირაკლი მეგრელიშვილი ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე: ადეიშვილს ჰქონდა ასეთი სისტემა დაჭერისთვის. სულ მეუბნებოდნენ, შენ რომ ასე გექცევიან, წარმოიდგინე, ვინც არ არის ამ გუნდის წევრი, იმას რას უზამენო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.