Skip to content
14/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია ფილმზე – „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის

მარშალ პრესი 14/06/2026
BACHO ODISHARIA

პარასპორტი არის უნიკალური შემთხვევა, რადგან ყოველ წელს ისინი აუმჯობესებენ თავის შედეგებს და მიჩვეული ვართ, რომ 100-ზე ნაკლები მედალი არ გვაქვს ხოლმე წლის განმავლობაში, – განაცხადა ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ.

მისივე თქმით, ამ წლის პირველ კვარტალში 30-ზე მეტი მედალი აქვთ მოპოვებული პარასპორტსმენებს.

„ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ მათი ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის, როდესაც ამ ფილმზე ვმუშაობდით“, – აღნიშნა ბაჩო ოდიშარიამ.

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“, – ასე ჰქვია პარალიმპიელთა შესახებ ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

Post navigation

Previous: პრემიერი – 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.