Skip to content
14/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შშმ პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა

მარშალ პრესი 14/06/2026
41004

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა

კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და საჯარო სერვისების მისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

იუსტიციის სამინისტრო ეფექტიანად იყენებს გონივრული მისადაგების პრინციპს, რათა სისტემაში დასაქმებული 100-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი აქტიურად იყოს ჩართული უწყების საქმიანობაში.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა, გონივრული მისადაგების პრინციპი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეტიკეტი და სხვა.

ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა უწყებაში გაიმართა.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა – ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ადამიანების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა
Next: გურამ მაჭარაშვილი: აყალბებენ ფრაზებს და ამ გაყალბებული ფრაზებით უნდათ, რაღაც პოლიტიკური მანიპულაციები და პოლიტიკური ქულები დაიწერონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.