Skip to content
14/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: აყალბებენ ფრაზებს და ამ გაყალბებული ფრაზებით უნდათ, რაღაც პოლიტიკური მანიპულაციები და პოლიტიკური ქულები დაიწერონ

მარშალ პრესი 14/06/2026
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების, ოპოზიციური მედიების მხრიდან გაყალბებისა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადების გავრცელების ფაქტს. მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია გაყალბებული ფრაზებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„როდესაც მიხვდნენ, რომ დებატებში წააგეს, ღირსება არ ეყოთ, შეერგოთ და მომზადებულიყვნენ მომავალი დებატებისთვის, პირიქით, აყალბებენ ფრაზას და ამ გაყალბებული ფრაზებით სურთ, რაღაც პოლიტიკური მანიპულაციები და პოლიტიკური ქულები დაიწერონ. შეიძლება ეს „კარგიც“ არის იმიტომ, რომ სხვა არაფერი დარჩა იმ დებატებიდან, რომ ეთქვათ – დებატების ეს ნაწილი ჩვენ მოვიგეთ და ადგნენ და გააყალბეს ფრაზა. თუმცა ესეც ჩაუვარდათ და წაგებული დებატები, ორჯერ და ხუთჯერ უფრო მეტად იქნა წაგებული იმის მერე, რაც საზოგადოებამ გაიგო, რომ გააყალბეს ფრაზა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: შშმ პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა
Next: ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და ზოგადად, შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.