Skip to content
14/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა – ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ადამიანების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა

მარშალ პრესი 14/06/2026
nikoloz metreveli

პირადად ჩემთვის, გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მომენტი, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სიციალურ ქსელში. მისი განცხადებით, სამართალდამცავი რგოლის მაღალპროფესიულმა მოქმედებებმა შესაძლებელი გახადა დიდი პროვოკაციის ადრეული გამოვლენა და განეიტრალება, შესაბამისად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოება და მშვიდობა თავისთავად არ მოდის. “ხშირად გვავიწყდება, თუ რამდენად ახლოს შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა ქაოსთან და დიდ უბედურებასთან, როდესაც გარკვეული ძალები დესტაბილიზაციის გზას ირჩევენ.

სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ადამიანების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. სამართალდამცავი რგოლის გუნდურმა, მშვიდმა და მაღალპროფესიულმა მოქმედებებმა შესაძლებელი გახადა დიდი პროვოკაციის ადრეული გამოვლენა და განეიტრალება. მათი ძალისხმევის შედეგად ქვეყანამ თავიდან აიცილა მძიმე შედეგები, დაპირისპირება და ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმის რევანშის მცდელობა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანზე ძალიან მძიმედ აისახებოდა. აქედან გამომდინარე, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოება და მშვიდობა თავისთავად არ მოდის, მათ უკან დგას უამრავი ადამიანის ყოველდღიური შრომა, სიფხიზლე და პასუხისმგებლობა.” – წერს მეტრეველი.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე – ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს, გვინდა, რომ შესრულდეს შეთანხმება, რაც დაიდო კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის
Next: შშმ პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.