Skip to content
13/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების გარშემო განვითარებული მოვლენები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ მრავალწლიანი პოლიტიკური ზეწოლის პრაქტიკა ობიექტურ შეზღუდვებს აწყდება

მარშალ პრესი 13/06/2026
david kartvelishvili

„დღეს საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო, ენერგეტიკული და ლოჯისტიკური ცენტრი გახდა, ხოლო მისი როლი გლობალურ გეოეკონომიკაში მუდმივად იზრდება. ამიტომაც, ევროკავშირი ვეღარ რისკავს და მას საქართველოს მიმართ არცერთი ახალი სანქციური ან შემზღუდავი გადაწყვეტილება არ მიუღია,“ – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბრიუსელში გამართულ ტექნიკურ შეხვედრას, სადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილებოდა. დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება იცვლება და უსამართლო დამოკიდებულება, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში წარსულში რჩება.

„ქართული რადიკალური ჟურნალისტიკის ბოლო დღეების დღის წესრიგი აგებული იყო 11 ივნისის “არმაგედონის” მოლოდინის გარშემო – მაგრამ, ამანაც ჩაიარა. უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების გარშემო განვითარებული მოვლენები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილის მხრიდან საქართველოს მიმართ მრავალწლიანი პოლიტიკური ზეწოლის პრაქტიკა ობიექტურ შეზღუდვებს აწყდება. ბოლო თვეების განმავლობაში ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებას ფაქტობრივად არწმუნებდა, რომ ბრიუსელი თბილისს აუცილებლად „დასჯიდა“.

თუმცა, გუშინწინ გამართულმა ტექნიკურმა შეხვედრამ საპირისპირო სურათი აჩვენა – უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და მხარეებს შორის დიალოგი გრძელდება. ლოგიკურია, იმავე რადიკალ-ჟურნალისტებისაგან სახელისუფლებო ბრიფინგებზე დღეიდან შემდეგი შეკითხვის დასმა: “როგორ შეაფასებდით ვიზა-არმაგედონის დღის წესრიგიდან გაქრობას” – მაგრამ ამასაც ამაოდ ნუ დაველოდებით. ეს სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც საკუთარ პერსპექტივებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაზე საგარეო ზეწოლას უკავშირებდნენ. სულ უფრო მეტი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის ნაწილის მხრიდან ტოტალური უსამართლობისა და იდეოლოგიური მიკერძოების ეპოქა ნელ-ნელა წარსულს ბარდება. ევროკავშირს უკვე აღარ შეუძლია საქართველოს მხოლოდ შიდაპოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიების პრიზმაში შეხედოს. დღეს საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო, ენერგეტიკული და ლოჯისტიკური ცენტრი გახდა, ხოლო მისი როლი გლობალურ გეოეკონომიკაში მუდმივად იზრდება. ამიტომაც ევროკავშირი ვეღარ რისკავს და მას საქართველოს მიმართ არცერთი ახალი სანქციური ან შემზღუდავი გადაწყვეტილება არ მიუღია. ბრიუსელში სულ უფრო კარგად აცნობიერებენ, რომ ულტიმატუმების პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა მხოლოდ ევროკავშირის პოზიციების შესუსტება გამოიწვიოს. საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პრაგმატული გათვლა და არა იდეოლოგიური პრეფერენციები. სწორედ ამიტომ, დღეს უკვე შეიძლება ვისაუბროთ ზეწოლის პოლიტიკიდან საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინების პოლიტიკაზე ეტაპობრივ გადასვლაზე,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე: სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა
Next: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.