Skip to content
13/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა

მარშალ პრესი 13/06/2026
davit chikhelidze

ტელეკომპანიის ეთერით ნოდარ მელაძემ გაავრცელა ძველი, 2022 წლის კადრები, ცალკეული შემთხვევა კი მთელ სისტემაზე განაზოგადა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ სამართალდამცველს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად ემსახურებიან საკუთარ ხალხს და ქვეყანას, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ავტორმა კარგად იცოდა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფომ მკაცრი, სამართლებრივი რეაგირება მოახდინა და დამნაშავეები ჯერ კიდევ თვეების წინ დაისაჯნენ, თუმცა, ეს სიმართლე ანონსში არ უხსენებიათ.
მისივე შეფასებით, ორი მთავარი რამ არის სათქმელი, დეზინფორმაციის გავრცელება, ისევე როგორც ძალადობა, დასჯადი უნდა იყოს და არავის აქვს უფლება, მოსახლეობა სიცრუეში აცხოვროს.

„ ორი აზრი არ არსებობს, ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია! ასევე მიუღებელია დეზინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა.
ტელეკომპანიის ეთერით ნოდარ მელაძემ გაავრცელა ძველი, 2022 წლის კადრები, ცალკეული შემთხვევა კი მთელ სისტემაზე განაზოგადა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ სამართალდამცველს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად ემსახურებიან საკუთარ ხალხს და ქვეყანას.

ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ავტორმა კარგად იცოდა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფომ მკაცრი, სამართლებრივი რეაგირება მოახდინა და დამნაშავეები ჯერ კიდევ თვეების წინ დაისაჯნენ. თუმცა, ეს სიმართლე ანონსში, რა თქმა უნდა, არ უხსენებიათ.
ორი მთავარი რამ არის სათქმელი, დეზინფორმაციის გავრცელება, ისევე როგორც ძალადობა, დასჯადი უნდა იყოს! არავის აქვს უფლება, მოსახლეობა სიცრუეში აცხოვროს.
პოლიციელის მხრიდან ძალადობა შემზარავი და მიუღებელია, მაგრამ ეს არის კონკრეტული, ცალკეული შემთხვევა და მისი „სისტემურ დანაშაულად“ გასაღება მანიპულაციაა.
სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს ნაციონალური მოძრაობის დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა. სწორედ ამაში იკვეთება სახელმწიფოს სიძლიერე და სისტემის სიჯანსაღე!“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს
Next: დავით ქართველიშვილი: უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების გარშემო განვითარებული მოვლენები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ მრავალწლიანი პოლიტიკური ზეწოლის პრაქტიკა ობიექტურ შეზღუდვებს აწყდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.