Skip to content
13/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

მარშალ პრესი 13/06/2026
719351003_1336362415123857_8557924032386528788_n

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, იუსტიციის სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს KIU-ს ფსიქოლოგიისა და სამართლის პროგრამების სტუდენტებისთვის სტაჟირების ხელშეწყობას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ცენტრის ბაზაზე გაიარონ პროფესიული პრაქტიკა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა: მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ბენეფიციართა მხარდამჭერი სახელმწიფო სერვისები, რეაბილიტაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები.

ვიზიტისას სტუმრებმა KIU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ქუთაისის საერთაშორისო უნუვერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მერაბ ტურავამ სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. სტუდენტებისთვის გამართულ საჯარო ლექციაზე კი მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის მიმდინარე საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების გარშემო განვითარებული მოვლენები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ მრავალწლიანი პოლიტიკური ზეწოლის პრაქტიკა ობიექტურ შეზღუდვებს აწყდება
Next: არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს – პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა. გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.