Skip to content
13/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს

მარშალ პრესი 13/06/2026
sozar subari2

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, მედიასთან ისაუბრა ნანუკა ჟორჟოლიანსა და ირაკლი კოდუასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც კოდუას “სოდ”-ის (სპეციალური ოპერაციული დეპარტამენტის) ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა. დეპუტატმა გაიხსენა შემთხვევა, როცა ახალგაზრდა მამაკაცმა სვანეთში, ნათხოვარი ტელეფონით დაურეკა ნანუკა ჟორჟოლიანს. „სოდი“-ს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ირაკლი კოდუამ კი ამის გამო სვანეთში ტელეფონის მეპატრონესთან გააგზავნა სპეცრაზმი და ამ ახალგაზრდასთან მყოფი კიდევ 2 პირიც აწამა. სუბარის სიტყვებით, რომ არა სახალხო დამცველის [მაშინდელი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის] აქტიურობა, ეს სამი ახალგაზრდა ციხეში მრავალ წელს გაატარებდა:

„ახალგაზრდებს ჩაუდეს ნარკოტიკები, ყუმბარები, მიუსაჯეს და ამაში ჩართული იყო სასამართლო, პროკურატურა და მთელი სახელმწიფო ინსტიტუტი. ჩვენ რომ არ გამოგვეძიებინა, სახალხო დამცველის ინსტიტუტს რომ არ აღმოგვეჩინა ეს საქმე, არ მოგვენახულებინა ეს ბიჭები ციხეში, დიდი შანსი იყო, რომ მათთვის მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯათ“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს ახალგაზრდები გამოუშვეს ციხიდან კრიმინალების სტატუსით, რადგან ისინი რომ გაემართლებინათ, ამას უნდა მოჰყოლოდა უამრავი ადამიანის
დასჯა, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ დანაშაულში.

„ნანუკა ჟორჟოლიანი მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ჩვეულებრივად ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს. თუმცა ისტორია, რომელიც სვანეთში განვითარდა, სცდება ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენას. ცოტა გრძელი ამბავია, მაგრამ ვეცდები მოკლედ მოვყვე. ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ნათხოვარი ტელეფონით დაურეკა ნანუკა ჟორჟოლიანს. უბრალოდ შემთხვევით ჰქონდა მისი ნომერი და მოიკითხა. იმის გამო, რომ ნანუკასთან დარეკა, ირაკლი კოდუამ, რომელიც მაშინ იყო „სოდი“-ს ხელმძღვანელი, გააგზავნა სპეცრაზმი სვანეთში, „დააჯდნენ“ ამ ტელეფონს, არა მას ვინც დარეკა, არამედ მას, ვისაც ეკუთვნოდა ნომერი. ამ ადამიანთან ერთად შემთხვევით მყოფი ორი ახალგაზრდა ბიჭი მასთან ერთად დაიჭირეს. უამრავი ხალხის წინაშე დააწვინეს ასფალტზე, შეუკრეს ხელ-ფეხი, იქვე უსასტიკესად ცემეს და აწამეს, შემდეგ ჩაუდეს ნარკოტიკები, ხელყუმბარები და დაიჭირეს. ბოლოს, როცა გაირკვა, რომ ეს ადამიანები არაფერ შუაში იყვნენ და იქიდან ის ორი ადამიანი საერთოდაც არ იყო იმ ადგილას, საიდანაც ეს ზარი განხორციელდა- ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გაუშვეს. ოღონდ პირობითი მსჯავსრი ყველას მისცეს და ყველას გადაახდევინეს ჯარიმები, როგორც კრიმინალებსა და დამნაშავეებს. სამუდამოდ სამსახურებიდან გაუშვეს და ცხოვრება აურიეს. ამ ყველაფრის თანაშემოქმედი იყო ნანუკა ჟორჟოლიანი.
ამ შემთხვევაში მიზეზი იყო უბრალოდ კოდუას ეჭვიანობა, რის გამოც სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩაუდეს ნარკოტიკები, ყუმბარები, მიუსაჯეს და ამაში ჩართული იყო სასამართლო, პროკურატურა და მთელი სახელმწიფო ინსტიტუტი. ჩვენ რომ არ გამოგვეძიებინა, სახალხო დამცველის ინსტიტუტს რომ არ აღმოგვეჩინა ეს საქმე, არ მოგვენახულებინა ეს ბიჭები ციხეში, დიდი შანსი იყო რომ მათთვის მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. მას შემდეგ, რაც საქმე გახმაურდა და ჩვენ ძალიან დიდი ამბავი ავტეხეთ – გამოუშვეს. ოღონდ გამოუშვეს, როგორც კრიმინალები და არა როგორც გამართლებულები. იმიტომ, რომ გამართლების შემთხვევაში უნდა დაესაჯათ უამრავი ადამიანი, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია- სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არის დანაშაული
Next: დავით ჩიხელიძე: სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.