Skip to content
12/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები სრულად ციფრული და მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული ხდება – თამარ ზოდელავა

მარშალ პრესი 12/06/2026
tamar zodelava

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები სრულად ციფრული და მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული ხდება

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ „გონიერი კონტრაქტი“-ის სერვისით ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისი მარტივი, სწრაფი და კომფორტულია საქართველოს მოქალაქისთვის.

„გონიერი კონტრაქტი“ ციფრული მომსახურებაა და საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებლობა აქვს, ძალიან მარტივად და უსაფრთხოდ ისარგებლოს გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისით“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სააგენტოს ციფრულ სერვისებზე, მათ შორის „გონიერი კონტრაქტით“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის პროცედურაზე. სწორედ მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა განაპირობა მომსახურების გაციფრულების აუცილებლობა, რაც მკაფიოდ აისახება არსებულ სტატისტიკურ მონაცემებში. კერძოდ, მიმდინარე წლის მონაცემებით, აღნიშნული სერვისით სარგებლობის მიზნით სააგენტოში წარმოდგენილი 26 000 განმცხადებლიდან 21 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა; შედარებისთვის, 2025 წელს რეგისტრირებული განცხადებების საერთო რაოდენობა 54 000-ს შეადგენდა, საიდანაც 40 000 მომხმარებელი საქართველოს მოქალაქე იყო.

„საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია, დაზოგოს დრო და ყოველგვარი ბარიერის გარეშე ეწვიოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს www.napr.gov.ge ამისათვის საჭიროა, რომ ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და გადაიხადოს მომსახურების გადასახადი… ხელოვნური ინტელექტისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მიერ ფაქტობრივად რამდენიმე წუთში განხორციელდება მისი ინდმეწარმედ რეგისტრაცია“,  აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

Post navigation

Previous: გახარია ბრალდებულია 20 ივნისის საქმეში. მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, სიტყვა შეკრება-მანიფესტაცია ახსენონ
Next: პაატა სალია: ყირგიზეთს გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მიმართულებითა და იუსტიციის სახლების განვითარების კუთხით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.