Skip to content
12/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პაატა სალია: ყირგიზეთს გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მიმართულებითა და იუსტიციის სახლების განვითარების კუთხით

მარშალ პრესი 12/06/2026
paata salia

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყირგიზეთთან გაფორმებული მემორანდუმის და თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.

 „გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, სადაც ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროსთან. შეხვედრა მქონდა ჩემს ყირგიზ კოლეგასთან, შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების სფეროში, სასჯელაღსრულების და პრობაციის მიმართულებით.  მათ აქვთ ძალიან კარგი პროგრესი ე.წ. დებიუროკრატიზაციის მიმართულებით, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება მათი გამოცდილება ამ კუთხით. მათ აინტერესებთ ჩვენი გამოცდილება იუსტიციის სახლების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვფიქრობთ, პროდუქტიული თანამშრომლობა გვექნება ყირგიზ კოლეგებთან. იმედი გვაქვს, შემოდგომაზე გვეწვევა ჩემი ყირგიზი კოლეგა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებებიც გამოიკვეთება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

Post navigation

Previous: ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები სრულად ციფრული და მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული ხდება – თამარ ზოდელავა
Next: ირაკლი კობახიძე – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.