Skip to content
12/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარია ბრალდებულია 20 ივნისის საქმეში. მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, სიტყვა შეკრება-მანიფესტაცია ახსენონ

მარშალ პრესი 12/06/2026
archil gorduladze

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე პარტიას „საქართველოსთვის“ იმ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. როგორც გახარიას პარტიის წევრმა, გიგა ფარულავამ აღნიშნა, დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი წინაპირობაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად შეკრების, გაერთიანების, მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. არჩილ გორდულაძემ მათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენა და აღნიშნა, რომ გახარიას გუნდის წევრების მხრიდან პროტესტის უფლებებზე საუბარი ცინიზმია, რადგან სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს სწორედ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს ძალის გადამეტების ფაქტებზე დაავალა ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

ამასთან, მისივე თქმით, „შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში“ ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ამავდროულად, სტრასბურგის სტანდარტებთან და ვინც აპროტესტებს აღნიშნულ ცვლილებებს, იგი აპროტესტებს სტრასბურგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. “არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სიტყვა შეკრება-მანიფესტაცია ახსენონ, გამომდინარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტები, 19-20 ივნისს, გამოძიებულ იქნეს. გამოძიებამ ასეულობით პროცედურული მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოავლინა, რომ გიორგი გახარია არის ბრალდებული კონკრეტულ საქმეში, ახლა კი ის გაქცეულია საქართველოდან და გაურბის მართლმსაჯულებას. შესაბამისად, მისი პარტიის არცერთ წევრს არავითარი მორალური, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, რომ სიტყვა შეკრება და მანიფესტაცია ახსენოს. რაც შეეხება საქართველოში არსებულ კანონმდებლობას, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში“ ცვლილებები და სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ჩასწორებები, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ამავდროულად სტრასბურგის სტანდარტებთან და ვინც აპროტესტებს აღნიშნულ ცვლილებებს, იგი აპროტესტებს რეალურად სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შეუძლიათ, რომ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ სტრასბურგში,” – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: პრემიერი – ყირგიზეთში ვიზიტი ისტორიულია, დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას, გავაფართოოთ თანამშრომლობა და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის
Next: ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები სრულად ციფრული და მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული ხდება – თამარ ზოდელავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.