Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია “ალიანსზე“- ჰგონიათ, საზოგადოება დაიჯერებს მათ სპექტაკლს, თითქოს ერთი დედაპარტიის შვილები არ არიან

მარშალ პრესი 11/06/2026
irakli kircxalia1

“მათ არ შეუძლიათ არანაირი თვითორგანიზება, რადგან არიან გაცხადებული აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, სახელით და გვარებით. თითოეული სახელი და გვარი, რომელიც ახლა უკვე მერამდენე ალიანსში გაერთიანდნენ, არის პირდაპირ აფელირებული დედაპარტიასთან, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია”, – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ირაკლი კირცხალიამ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, საზოგადოება ტრაგიკომედიურ ჟანრს ადევნებს თვალს.

“ტრაგიკომედიურ ჟანრს ვადევნებთ თვალს, როგორც პოლიტიკოსები, ასევე ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი. მათ არ შეუძლიათ არანაირი თვითორგანიზება, იმიტომ, რომ ისინი არიან გაცხადებული აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, სახელით და გვარებით. თითოეული სახელი და გვარი, რომელიც ახლა უკვე მერამდენე ალიანსში გაერთიანდნენ, არის პირდაპირ აფელირებული დედაპარტიასთან, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია და მის სულის ჩამდგმელთან, ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, რამდენჯერაც არ უნდა უარყონ. ეს ხალხი შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საზოგადოებას და ჰგონია, ჩვენი საზოგადოება ელემენტარულს ვერ არჩევს. სწორედ ამის გამოძახილია ეს ყველაფერი. ჩერგოლეიშვილს და სხვადასხვა გვარებს ჰგონიათ, რომ ამ სპექტაკლით საზოგადოება დაიჯერებს, რომ ესენი არ არიან ერთი დედაპარტიის შვილები. თან, იმ მოვლენების შემდეგ, რომელი მოვლენებიც განვითარდა 2024 წლის არჩევნების პოსტსაარჩევნო პერიოდში…. როდესაც მანდატებზე უარი თქვეს და სადაც მთელი ეს ევრობიუროკრატია და მთელი დიპკორპუსი იყო ჩართული იმ სიზმარში, რომელ სიზმარსაც უხატავდნენ საზოგადოებას და გარკვეული ნაწილი შეიყვანეს კიდეც შეცდომაში. ამ ყველაფრის მერე. კიდევ ბედავენ, რომ ასეთი სპექტაკლი შესთავაზონ საზოგადოებას”, – აცხადებს ირაკლი კირცხალია.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – ჯო უილსონისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს
Next: ზაზა დობორჯგინიძე: აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის. ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობი ევროპულ მომავალს მართმევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.