Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ჯო უილსონისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს

მარშალ პრესი 11/06/2026
IRAKLI KIRCXALIA

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია “ღამის კურიერის” ეთერში გამოეხმაურა კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტს რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების შესწავლას ავალდებულებს.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რეალურად რას უკავშირდება დასავლელი პარტნიორების შეშფოთება საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართ? – კირცხალია პასუხობს, რომ ჯო უილსონი კომიკურ-ოდიოზური პიროვნებაა და მის შეფასებას არ აპირებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში მყოფი აგენტურა საქართველოს ცრუ დასმენითაა დაკავებული.

“ისინი არიან მიჩვეული, რომ შენ ვერ ილაპარაკებ ჩინეთთან, შენ სანქცია უნდა დაუწესო რუსეთს და აშიმშილო შენი ქვეყანა, შენ ომში უნდა ჩაერთო, თორემ ჩვენ ჩინეთთანაც უნდა ჩავიდეთ და ჩვენი პროდუქცია გავყიდოთ და რუსეთთანაც უნდა ვივაჭროთ. მაგრამ, ნურას უკაცრავად, ეს პოლიტიკა… ჯო ვილსონმა ვის რა დაავალა… კიდევ ერთხელ ვამბობ, მისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს. ქართული აგენტურა, რომელიც დარბის სხვა ქვეყანაში და ცრუ დასმენით არის თავისი ქვეყნის მიმართ დაკავებული და მისი მასპინძელი რომელ აბსურდს მოხლართავს თავის ჭკუაში, გადახდილი თანხის ზომიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის ამაზე სერიოზული პოლიტიკური პასუხი გასაცემი”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან
Next: ირაკლი კირცხალია “ალიანსზე“- ჰგონიათ, საზოგადოება დაიჯერებს მათ სპექტაკლს, თითქოს ერთი დედაპარტიის შვილები არ არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.