Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაზა დობორჯგინიძე: აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის. ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობი ევროპულ მომავალს მართმევს

მარშალ პრესი 11/06/2026
zaza doborjginidze

22 ივლისს ჩემ სტატიას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მეცნიერების ფილოსოფიის კონფერენციაზე წარვადგენ, რომელიც წელს ლიდსის უნივერსიტეტში იმართება. პირველი ქართველი ვარ, რომელიც ამ კონფერენციაზე წარსდგება და ბრიტანეთის მეცნიერების ფილოსოფიის საზოგადოების წევრი გახდა.

ეს არის 100% ჩინეთის დამსახურება.- წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში. ის ხაზს უსვამს ჩინეთის შესაძლებლობებზე და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ინგლისში ჩინური უნივერსიტეტის აფილაციით, დაფინანსებით და ცოდნით მიდის, როცა აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის, ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობი ევროპულ მომავალს ართმევს.

“სტატია დავწერე იმ თეორიული ცოდნის შედეგად, რომელიც მივიღე ბოლ ცხრა თვეში ჰონგ-კონგში, ისევე როგორც იმ სიმპოზიუმებზე და კონფერენციებზე რასაც დავესწარი ჩინეთის მსოფლიო კლასის უნივერსიტეტებში მაგალითად პეკინის და ფუდანის. აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში, და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის. პაკისტანს საერთოდ პირველი ასტრონავტები ჰყავს ჩინეთის კოსმოსურ პროგრამაში, გზის და სარტყლის ქვეყნები განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობი ევროპულ მომავალს მართმევს. პირდაპირი მნიშვნელობით ინგლისში ჩინური უნივერსიტეტის აფილაციით, დაფინანსებით და ცოდნით მივდივარ.”- წერს დობორჯგინიძე.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია “ალიანსზე“- ჰგონიათ, საზოგადოება დაიჯერებს მათ სპექტაკლს, თითქოს ერთი დედაპარტიის შვილები არ არიან
Next: საერთაშორისო მონეტარულმა ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.