Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღელის დადგმა ეროვნულ მიზნად ვაქციეთ – ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს

მარშალ პრესი 10/06/2026
vato shakarishvili

“საბჭოთა კავშირი კუბში – ევროკავშირი დემოკრატიას კლავს როგორც წევრ ქვეყნებში, ასევე ცდილობს ბოლო მოუღოს დისკუსიის შესაძლებლობას ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მას შემდეგ, რაც უნგრეთმა თვეების განმავლობაში მოახდინა უკრაინისთვის 90 მილიარდიანი სესხის გაცემის ბლოკირება, ფონ დერ ლაიენი ღიად ალაპარაკდა გადაწყვეტილების მიღების წესში ცვლილებების აუცილებლობაზე.”- წერს “ერთიანი ნეიტრალუსი საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.

შაქარიშვილი ევროკავასირზე წერს, რომ ისეთ გაერთიანებაში გვეპატიჟება ხელისუფლება, სადაც უბრალო ხმის უფლებაც კი არ ექნება საქართველოს ჰიპოთეტურად გაწევრიანების შემთხვევში.

„დიფ სთეითის“ მორჩილი ბიუროკრატები დაიღალნენ კონსენსუსის ძიებით სხვადასხვა საკითხებზე და სურთ, რომ მათი პატრონების დავალებების აღსრულების პროცესი გაამარტივონ და გადაწყვეტილებები კვალიფიციური უმრავლესობის წესით მიიღონ.
ამავდროულად თავს იზღვევენ მომავალში ნებისმიერი „შეფერხებისგან.“ საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ლუქსემბურგმა დააინიცირეს წინადადება, რომელიც ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ბიუჯეტის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას მოითხოვს.

უნგრეთს მიაღებინეს მიგრანტების შესახებ დამღუპველი გადაწყვეტილება, რუმინეთში არჩევნები გააუქმეს და სასურველი ხელისუფლება შეინარჩუნეს, მემარჯვენე კონსერვატიულ ძალებს ყველანაირი, მათ შორის უკანონო მეთოდებით არ აკარებენ სახელისუფლებო კოალიციებს და ასე „დემოკრატიულად“ მართავენ ევროკავშირს…
ასეთ გაერთიანებაში ჯიუტად გვეპატიჟება ხელისუფლება, სადაც უბრალო ხმის უფლებაც კი არ ექნება საქართველოს ჰიპოთეტურად გაწევრიანების შემთხვევაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელის ნემისმიერ ახირებას, ავტომატურად უნდა ავყვეთ, თუნდაც ამან ჩვენი ქვეყნის განადგურება გამოიწვიოს.

ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღელის დადგმა ეროვნულ მიზნად ვაქციეთ – ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს!”-წერს შაქარიშვილი.

Post navigation

Previous: ნიკა ობოლაძე: 10 დღის წინ, დებატებზე, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ახლა ამ დაპირებას შეასრულებენ. კარგია რომ ასრულებენ სიტყვას
Next: თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.