Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა

მარშალ პრესი 10/06/2026
davit chikhelidze

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, “ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის თაზო დათუნაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ “ქართულ ოცნებას” საქართველოში ჩინეთის ავტოკრატიული მოდელის იმპორტი სურს და “უნდათ თავიდან შემოიტანონ კომუნიზმი – ეს სამშობლოს ღალატია.” როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა.

“ბატონ თაზოს ვურჩევ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე საკითხი საფუძვლიანად შეისწავლოს, რათა საკუთარი პოზიციასთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. თაზო შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი და ბოსი ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა. სწორედ ამიტომ, გაუგებარია, რატომ არის დღეს ის კრიტიკის საგანი, რაც გუშინ დადებით მოვლენად მიიჩნეოდა. პოლიტიკაში თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანი თვისებაა და იმედი მაქვს, მომავალში, დიდი ბიჭი რომ იქნება, ასეთი წინააღმდეგობრივი და ნაკლებად გააზრებული განცხადებებისგან თავს შეიკავებს.” – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღელის დადგმა ეროვნულ მიზნად ვაქციეთ – ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს
Next: ირაკლი კირცხალია – ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.