Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკა ობოლაძე: 10 დღის წინ, დებატებზე, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ახლა ამ დაპირებას შეასრულებენ. კარგია რომ ასრულებენ სიტყვას

მარშალ პრესი 10/06/2026
nika oboladze

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებას დიდი დიღმის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო სიახლე გააცნო და აღნიშნა, რომ დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება.

ობოლაძის თქმით, მან დებატების დროს თბილისის მერისგან მიიღო დაპირება, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ობოლაძე აღნიშნავს მერის მხრიდან სიტყვის შესრულების ფაქტს და იმედს იტოვებს, მომავალშიც გააგრძელებენ აზრის გათვალისწინებას.

„10 დღის წინ, დებატებზე ჩემი შეკითხვის პასუხად, კახა კალაძისგან მივიღე პირობა რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ.
(თუმცა მანამდე კვირები ვსაუბრობდი ამ ამბავზე, თავი არავის შეუწუხებია)
ახლა როგორც ჩანს, ამ დაპირებას შეასრულებენ
ვალდებული ვარ აღვნიშნო რომ კარგია რომ ასრულებენ სიტყვას და იმედი დავიტოვო რომ მომავალშიც გააგრძელებენ აზრის გათვალისწინებას.“- წერს ობოლაძე

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში
Next: ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღელის დადგმა ეროვნულ მიზნად ვაქციეთ – ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.