Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ოპოზიციური ალიანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს

მარშალ პრესი 10/06/2026
jaba xubua

ესენი, ეს ნაცრეჟიმის დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო, უთავმოყვარეო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია ან საერთოდ ყრია თუ არა რამე საქართველოს იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ ნაცნარჩენების კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს? – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე. მისი განცხადებით, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ხსნა კოლექტიური “სანაცეთის” კოალიციურ მთავრობაშია, ან უსაშველო ბრიყვია, ან ამ ქვეყნის მტერი.

“გუშინ შექმნილი ოპოზიციური ალიანსი დღეს უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, დაიშალა… ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, ცაზე – ვარსკვლავები და მიწაზე ის, თუ მერამდენედ დალია ჩაილურის წყალი მერამდენეჯერ შექმნილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ. ესენი, ეს ნაცრეჟიმის დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო, უთავმოყვარეო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია ან საერთოდ ყრია თუ არა რამე საქართველოს იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ ნაცნარჩენების კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს?

აბა, წარმოიდგინეთ, როგორი შეხმატკბილებული და ორგანიზებული, ეფექტური და პროდიქტიული იქნება ჩერგოლეიშვილ-ბოკერია-გვარამია-წითლიძე-ბოკუჩავა-ჯაფარიძე-სამადაშვილის კოალიციური მთავრობა და რა ჯიღას დაადგამენ ქვეყანას ეს პოლიტიკური ჭინჭყლები, რომლებიც ოპოზიციაშიც კი ერთმანეთს ძიძგნიან და ვერცერთ ალიანსში ორ თვეზე მეტს ვერ ძლებენ. მოკლედ, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ხსნა და საშველი კოლექტიური სანაცეთის კოალიციურ მთავრობაშია, ან უსაშველო ბრიყვია, ან კიდევ ამ ქვეყნის შეგნებული და გამიზნული მტერი,” – წერს ხუბუა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ძალიან კარგად იაზრებენ, თუ რამდენად დიდია შუა დერეფნის პოტენციალი და მათ შორის საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ინტერესი შუა დერეფნის პოტენციალის მიმართ ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება
Next: ანა მიროტაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას რუსული ტერმინი – “გროსმაისტერი” გამოიყენა. ტერმინი გერმანულია და ჭადრაკის უბადლო მოთამაშეს გულისხმობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.