Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანა მიროტაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას რუსული ტერმინი – “გროსმაისტერი” გამოიყენა. ტერმინი გერმანულია და ჭადრაკის უბადლო მოთამაშეს გულისხმობს

მარშალ პრესი 10/06/2026
ani mirotadze

პარლამენტის ყოფილი წევრი ანა მიროტაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, როდესაც პრემიერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას სიტყვა გროსმაისტერი გამოიყენა.

ანა მიროტაძე ფიქრობს, რომ გროსმაისტერი რუსული სიტყვაა და ხაზი გაუსვა, რომ პრემიერმა მეტი სხვა სიტყვა ვერ მოიფიქრა.

„რამდენიმე გზავნილი იყო, რომელიც მე ამოვიკითხე. პირველი, როგორც ჩანს, საკმარისად არ ჩათვალა ბიძინა ივანიშვილმა თავისი როლი არ იყო ეტყობა წარმოჩენილი ამ გუნდის მიერ და კობახიძეს უთხრა, რომ ხაზი გაესვა მისთვის და ეტყობა მეტი სხვა სიტყვა ვერ მოიფიქრა, რუსული სიტყვა რომ არ გამოეყენებინა, ქართულიც ბევრი გვაქვს შესაბამისი, მაგრამ არა უშავს და გამოიყენა ის ფრაზა [გროსმაისტერი], რაც გამოიყენა და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი მფლობელიც, მათი მეფეც და ყველაფერი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი.“ – განაცხადა მიროტაძემ.

Post navigation

Previous: ჯაბა ხუბუა: ოპოზიციური ალიანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს
Next: სოფელ სალიბაურში სოციალური სახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.