Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ძალიან კარგად იაზრებენ, თუ რამდენად დიდია შუა დერეფნის პოტენციალი და მათ შორის საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ინტერესი შუა დერეფნის პოტენციალის მიმართ ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება

მარშალ პრესი 10/06/2026
IRAKLI KOBAKHIDZE

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე, ხდება თანხების მოზიდვა, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის და რკინიგზის განვითარების კუთხით ასეთი რესურსების მოზიდვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ბანკთან გაფორმებულ შეთანხმებაზე დასმული კითხვის საპასუხოს განუცხადა, რომლის თანახმად ბანკი საქართველოს 372 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან აქტიურად მუშაობს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან, იმისთვის, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ფინანსური რესურსებით.

„ჩვენ წარვადგინეთ რკინიგზის განვითარების ათწლიანი გეგმა, რომელსაც სჭირდება სატანადო დაფინანსება, ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური წყაროები და ყველა მიმართულებით გაგრძელდება ძალისხმევა იმისთვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია განვითარდეს, ამისთვის იქნება მოზიდული სათანადო ფინანსური რესურსები. ფაქტებიც ადასტურებს იმას, რომ შუა დერეფანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზი სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. 2020 წლის შემდეგ 7-ჯერ არის გაზრდილი შუა დერეფანში ტვირთების ნაკადი, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდია პერსპექტივა. რესურსი არის ბევრად მეტი და ასეთ პირობებში საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ძალიან კარგად იაზრებენ, თუ რამდენად დიდია შუა დერეფნის პოტენციალი და მათ შორის საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ეს ინტერესი შუა დერეფნის პოტენციალის მიმართ ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – სერიოზული შენიშვნები იყო ხარისხზე, როცა კონკრეტული კერძო კომპანიები აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს, გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს და ამ კომპანიის შექმნა, თავისი სპეცტექნიკით, მოგვცემს საშუალებას, ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს
Next: ჯაბა ხუბუა: ოპოზიციური ალიანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.