Skip to content
05/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა

მარშალ პრესი 05/06/2026
beka dzamashvili

„2025 წლის მიმდინარე საქმეების სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო პოზიტიური მაჩვენებლით უსწრებს ევროპის საბჭოს წევრ (მათ შორის, 19 ევროკავშირის წევრ) 29 ქვეყანას, საქმეების მოსახლეობასთან თანაფარდობის პოზიტიური მაჩვენებლით კი, 27 სახელმწიფოს, რომელთაგან 14 ევროკავშირის წევრია“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა პარლამენტში იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს სტრასბურგის სასამართლოსა და გაერო-ს კომიტეტების გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ბექა ძამაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შესული საქმეების მნიშვნელოვნად კლების ტენდენციაზე, რომელმაც 2011 წელთან შედარებით 93% შეადგინა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეების 84%, რომლებშიც სახელმწიფოს მხრიდან დარღვევებია დადასტურებული, ეხება 2012 წლამდე პერიოდში მომხდარ ფაქტებს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების შესახებაც, რომლებიც ამჟამად აღსრულების ეტაპზეა და აღნიშნა, რომ სულ დახურულია 127 საქმე, მათგან 109 (86%) – 2013 წლიდან, ხოლო 18 – 2013 წლამდე; გასულ წელს კი, კიდევ 7 საქმე დასრულდა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე: რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს
Next: დავსწრებივარ კოალიციის 2-3 შეხვედრას მაინც, სადაც ერთ-ერთ გამოწვევად იყო დასახელებული 5 ნომერთან ეფექტურად გამიჯვნა, ანუ იმის საპირისპირო რასაც აბრალებენ კოალიციას – სწორი იქნებოდა ყველა ერთად, ერთიანი სია და ნული კონკურენცია, მაგრამ არ იყო, ვერ ჩამოიტანეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.