Skip to content
05/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავსწრებივარ კოალიციის 2-3 შეხვედრას მაინც, სადაც ერთ-ერთ გამოწვევად იყო დასახელებული 5 ნომერთან ეფექტურად გამიჯვნა, ანუ იმის საპირისპირო რასაც აბრალებენ კოალიციას – სწორი იქნებოდა ყველა ერთად, ერთიანი სია და ნული კონკურენცია, მაგრამ არ იყო, ვერ ჩამოიტანეს

მარშალ პრესი 05/06/2026
zurab-japaridze

მე დავსწრებივარ კოალიციის მინიმუმ 2-3 შეხვედრას მაინც, დასაწყისში, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში ერთ-ერთ გამოწვევად იყო დასახელებული 5 ნომერთან ეფექტურად გამიჯვნა, ანუ იმის საპირისპირო რასაც აბრალებენ კოალიციას, – წერს “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ლიდერების არც ერთ გამოსვლაში, ირიბი მინიშნებაც კი არ ყოფილა იმის შესახებ, რომ “ახალი” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთი და იგივეა, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ რომელიმე კოორდინატორს არ უთქვამს რომელიმე ენმ-ის მხარდამჭერისთვის, რომ 4-იანი და 5-იანი ერთია.

“წლებია ნულ ყურადღებას ვუთმობ ასეთ რაღაცეებს, მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა რომ ყველა ხვრელიდან შემომიძვრა და რადგან მეც მეხება, ესაა რაზეც შემიძლია დავიგინო და დავიფიცო ყველაფერი
1. მე ვესწრებოდი კოალიციის ლიდერშიპის ყველა თუ არა შეხვედრების აბსოლუტურ უმრავლესობას და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა რომ ვინმეს ოდესმე გაეჟღერებინოს იდეა – ‘ნაცების მხარდამჭერები მოვატყუოთ თითქოს ჩვენც მიშას პარტია ვართ’

2. მე დავსწრებივარ კოალიციის მინიმუმ 2-3 შეხვედრას მაინც, დასაწყისში, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში ერთ-ერთ გამოწვევად იყო დასახელებული 5 ნომერთან ეფექტურად გამიჯვნა (ანუ იმის საპირისპირო რასაც აბრალებენ კოალიციას)

3. ყველა ჩვენი კვლევა აჩვენებდა რომ კოალიციის მხარდამჭერების 1/3 იყვნენ ‘არც ნაცი/არც ქოცი’ მოქალაქეები. შეიძლება პროპორცია მეშლებოდეს, მაგრამ ზუსტად მახსოვს რომ მნიშვნელოვანი წილი იყო (არ მჯეროდა სანამ რამდენჯერმე არ მანახეს და ამიტომ დამამახსოვრდა). მათთვის თქმა რომ ჩვენ და 5 ერთი ვართ, ნიშნავდა სეპუკუს გაკეთებას

4. მე ვიარე მელიასთან და ლაკასთან ერთად რეგიონების დიდ ნაწილში. ნუ, ალბათ იმის მესამედი მაინც რაც მელიამ იარა. ჩვენ გვქონდა უამრავი შეხვედრები, როგორც ღია სივრცეში, ისე დახურულში. ყველგან იყო უამრავი კამერა და მობილური. არ არსებობს არცერთი ჩანაწერი, სადაც ან მე, ან მელია, ან ლაკა, ან ვინმე სხვა კოალიციიდან შეხვედრაზე მოსულ ადამიანებს ეუბნებოდეს, თუნდაც მინიშნებით, რომ ჩვენ და 5 ნომერი ერთნი ვართ. საპირისპირო არსებობს

5. ჩვენ გვქონდა 3 დიდი შეხვედრა სამ დიდ ქალაქში, სადაც იყო სიტყვით გამოსვლები, ჯამში ალბათ 30 მაინც. ვერავინ ნახავს ვერცერთ გამოსვლაში თუნდაც ირიბ მინიშნებას მაინც იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ და 5 ნომერი ვართ ერთი. საპირისპიროს კი

6. მე მაშინ ვიყავი დიდი ერთობის და ერთიანი სიის მხარდამჭერი (ახლაც იგივე აზრზე ვარ) და არ მომწონდა (რბილად რომ ვთქვა) პარტიებს/კოალიციებს შორის დაპირისპირება (არც ახლა მომწონს). ამ ხედვის ერთერთი საწინააღმდეგო არგუმენტი რასაც კოალიციაში მისახელებდნენ, იყო ის რომ ადგილზე 4-იანის და 5-იანის პარტიული ხალხი ისე იყვნენ დაპირისპირებული რომ მათი ერთად მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა. მე ეს არ მჯეროდა, თუმცა მერე საკუთარი თვალით ვნახე რამდენიმე რაიონში რა ხდებოდა (არა ყველგან ცხადია). იმ რაიონებში საუბარი იმაზე რომ 4-იანის ხალხი დადიოდა და ხალხს ეუბნებოდა იგივე 5-იანი ვართო, უბრალოდ სასაცილოს მიღმაა

7. საზღვარგარეთი იყო ერთადერთი ადგილი სადაც ჩვენი ხალხი ემიგრანტებს ეუბნებოდნენ რომ საერთო საქმეს აკეთებდნენ როდესაც მათ ეხმარებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაში ან ხელმოწერების შეგროვებაში. ამას ეუბნებოდნენ როგორც ენმ-ს ისე ლელოს და გახარიას მხარდამჭერებს. იქ ჩვენ მხარდამჭერებს არ ვაგროვებდით. ვეხმარებოდით ემიგრანტებს რომ მოეთხოვათ დამატებითი უბნების გახსნა. და ეს იყო საერთო საქმე, რომელიც მათ შორის კეთდებოდა ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან და ლელოსთან კოორდინაციაში
ნიშნავს თუ არა ეს რომ არსად, არასდროს 4-იანის რომელიმე კოორდინატორს არ უთქვამს რომელიმე ენმ-ს მხარდამჭერისთვის რომ 4-იანი და 5-იანი ერთია? არა, არ ნიშნავს.
მაგრამ ეს 100%-ით ნიშნავს რომ ეს არ ყოფილა 4-იანის სტრატეგია. პირიქით.
და პირიქით სტრატეგია აღმოჩნდა სწორი.

უფრო სწორი იქნებოდა ყველა ერთად, ერთიანი სია და ნული კონკურენცია, მაგრამ არ იყო, ვერ ჩამოიტანეს,” – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა
Next: ბექა ძამაშვილი – ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა 93%-ით შემცირდა, გვაქვს 29 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, საიდანაც 19 ევროკავშირის წევრია – ეს ადასტურებს, რომ ჩვენთან უფლებების დაცვის სტანდარტი მაღალ დონეზეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.