Skip to content
05/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე: რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს

მარშალ პრესი 05/06/2026
shalva papuashvili

რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის პერსპექტივაზე.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს ხელისუფლება იმ წუხილებზე, რომელიც აშშ-ს აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

„არ მგონია, რომ ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ. აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა გააფუჭა თავად აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ. ბაიდენის ადმინისტრაციაა დამნაშავე იმაში, რომ ეს ურთიერთობები დღეს არის ისტორიულ დაბალ წერტილში. გააფუჭა უსამართლობით. რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, ახლა ჯერი აშშ-ის ადმინისტრაციაზეა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ფოტოზე ჩანს საშიში ხალხი, საშიში აზროვნებით და ეს ყველაფერი არის იმ საშიში ინდოქტრინაციის შედეგი – დათა გვასალია
Next: იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.