Skip to content
30/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

მარშალ პრესი 30/05/2026
davit chikhelidze

ახალგაზრდების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს წარმატებული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეებს, რომლებიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, დააფიქსირონ პრობლემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, რეგიონული შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია ახალგაზრდების მოსმენა, მათი მხარდაჭერა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი როლის გაძლიერება.

მისივე შეფასებით, ცოტნე ივანიშვილის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდებისა და სახელმწიფოს შორის უფრო მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებაში.

„ახალგაზრდების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს წარმატებული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეებს, რომლებიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, დააფიქსირონ პრობლემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში.
რეგიონებში მსგავსი შეხვედრების გამართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის განვითარება მხოლოდ დედაქალაქში მიმდინარე პროცესებით არ განისაზღვრება. საქართველოს თითოეულ რეგიონში ცხოვრობენ ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდები, რომელთა პოტენციალის სრულად ათვისება ქვეყნის წინსვლის აუცილებელი პირობაა. ამავდროულად, რეგიონული ტურნეები უზრუნველყოფს იმას, რომ მმართველი გუნდის ხედვები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები უშუალოდ მივიდეს ახალგაზრდებამდე და მათთან ღია დიალოგის ფორმატში იქნეს განხილული.

ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს.

რეგიონული შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია ახალგაზრდების მოსმენა, მათი მხარდაჭერა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი როლის გაძლიერება. სწორედ ამ მიმართულებით ცოტნე ივანიშვილის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდებისა და სახელმწიფოს შორის უფრო მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებაში.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.