Skip to content
31/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს

მარშალ პრესი 31/05/2026
irakli kobakhidze3

მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირის დაკავების საკითხს ეხებოდა.

„იმისათვის, რომ ასეთ ძალადობას არ მიეცეს, თუნდაც პოტენციურად, სისტემური ხასიათი, სწორედ ამის გამო იყო საჭირო დღევანდელი რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა. სწორედ იმის გამო, რომ თავის დროზე, სახელმწიფო არ რეაგირებდა ასეთი ტიპის სამართალდარღვევებზე, ვხედავდით, რომ იზრდებოდა თვითნებობა წინა ხელისუფლების პირობებში. სწორედ იმისათვის არის აუცილებელი ასეთი მყისიერი რეაგირება, რომ სისტემური სახე არ მიიღოს ძალადობამ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს
Next: შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა. აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას – ამერიკის საელჩო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.