Skip to content
29/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გორში, ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პოლიციელთან ნათესაური კავშირის გამო, მოსამართლემ საქმე აიცილა

მარშალ პრესი 29/05/2026
levan darbaidze1

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის საქმის განხილვა აიცილა.

ლევან დარბაიძე აცხადებს, ერთ-ერთი ბრალდებული მისი მეუღლის ნათესავია და გადაწყვეტილებაც ამ ფაქტს უკავშირდება.

“საქმე ავიცილე იმიტომ, რომ ერთ -ერთ ბრალდებულთან ჩემი ოჯახის წევრს ჰქონდა ნათესავური კავშირი. ჩემი მეუღლის ნათესავია ერთ-ერთი ბრალდებული. საქმეს ერთვის ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მეტ დეტალზე არ მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო და ჰკითხეთ მხარეებს”, – განუცხადა ლევან დარბაიძემ “ინტერპრესნიუსს”.

ცნობისთვის, გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეილახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Post navigation

Previous: ჯაბა ხუბუა: ნებისმიერი ინცინდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა – ეს არის ლეში ნაცბანდის სვავებისათვის. გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც ამ სერიიდანაა
Next: კახა კალაძე: ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.