Skip to content
29/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე: ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს

მარშალ პრესი 29/05/2026
kakha kaladze

თბილისის მერმა კახა კალაძემ  საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის.

„ბევრჯერ გვითქვამს, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან კონკრეტული განცხადებებით და ქმედებებით, უნდა შეიცვალოს სამართლიანი დამოკიდებულებით. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი სამართლიან ხედვებზე უნდა იყოს დაფუძნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს ამ ურთიერთობების გაფუჭებას, რადგან მათი აგენტურული ქსელის შესახებ ყველაფერი ნათელია.

„ოპოზიცია ქვეყნის მტერია. ისინი აგენტურის წარმომადგენლები არიან. ამ ქსელის შექმნაში ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა. ეს არამხოლოდ ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, სადაც პოლიტიკური ინტერესია გარე ძალების, ამ სქემით მოქმედებდნენ  – ასე მარტივად მართავდნენ ქვეყანას. ჩვენთანაც რამდენჯერ იყო რევოლუციის მცდელობაც, ხან არასამთავრობო ორგანიზაციების, ხანაც ჟურნალისტების მიერ. ყველაფერი ხელის გულზე დევს, კარგად ვიცით“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

Post navigation

Previous: გორში, ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პოლიციელთან ნათესაური კავშირის გამო, მოსამართლემ საქმე აიცილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.