Skip to content
29/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: ნებისმიერი ინცინდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა – ეს არის ლეში ნაცბანდის სვავებისათვის. გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც ამ სერიიდანაა

მარშალ პრესი 29/05/2026
jaba xubua

ნებისმიერი ინცინდენტი თუ სულაც ტრაგიკული ფაქტი ნაცსექტისათვის საინტერესო და მიმზიდველია მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდის მოხვეჭის კონტექსტში, თორემ ძალადობა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა მათი მოგონილია, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე. მისი განცხადებით, “ნაცსვავების კოლაფსი” მაშინ იწყება, როცა დაზარალებულის ოჯახი ემიჯნება “პოლიტიკანთა ფერხულს” და ასე მოხდა გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქის შემთხვევაშიც, რამაც “ნაცმოძრაობის” მხრიდან ბულინგი გამოიწვია. ჟურნალისტი იხსენებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესაც, როცა მისმა ოჯახმა “ნაციონალებს” სპეკულირების საშუალება არ მისცა, “სააკაშვილის დოქსოპულო პროპაგანდისტმა” თეა ადეიშვილმა კი განაცხადა, რომ ოჯახი საქმის ჩაფარცხვას ცდილობდა.

“სხვანაირად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ინცინდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა – ეს არის ლეში ნაცბანდის სვავებისათვის. გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც (ნამდვილად ამაზრზენი და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირების ღირსი ფაქტი) ამ სერიიდანაა, თუმცა ნაცსვავების კოლაფსი მაშინ იწყება, როცა დაზარალებულის ოჯახის წევრებს არ სურთ, თავიანთი გასაჭირი პოლიტიკანთა საჟონგლიოროდ აქციონ. გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მამაკაცის ოჯახიც ასე მოიქცა – გაემიჯნა პოლიტიკანთა ფერხულს, რის გამოც ნაცსვავები დაესივნენ, დაბულინგებას და გაშავებას უპირებენ… შესაძლოა, ბევრს არ ახსოვდეს – როცა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და მისმა ოჯახმა სპეკულანტი ნაცები ახლოს არ გაიკარა, სააკაშვილის დოქსოპულო პროპაგანდისტმა თეა ადეიშვილმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა – მოკლული გიორგი შაქარაშვილის ოჯახი როგორც არ უნდა ეცადოს საქმის ჩაფარცხვას, ჩვენ სიმართლეს მაინც დავადგენთო! აი, ასეთი ამორალურობის და სახიფათო უტუფრობის განსახიერებაა ნაციონალური მოძრაობა, რომლის უბრალოდ არსებობაც კი ქართული სახელმწიფოებრიობის თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილია.” – წერს ჯაბა ხუბუა.

Post navigation

Previous: ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
Next: გორში, ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პოლიციელთან ნათესაური კავშირის გამო, მოსამართლემ საქმე აიცილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.