Skip to content
27/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: ვინც კანონს დაარღვევს, ყველას მოეთხოვება პასუხი – საქართველოში სხვა რეალობაა, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია და პრემიერი ირაკლი კობახიძე, ოპოზიციას კი არ მივცემთ უფლებას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პირად შემადგენლობას გადააბრალონ!

მარშალ პრესი 27/05/2026
dito samkharadze

ვინმეს დანაშაულის ჩადენაზე ან უდანაშაულობაზე ჩემგან საუბარი ზედმეტია, ეს პროკურატურის საქმეა და დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს! – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, გორში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვინც კანონს დაარღვევს, ყველას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, ოპოზიციას კი, მმართველი გუნდი არ მისცემს შესაძლებლობას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პოლიციაზე განაზოგადონ. “ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ვინც კანონს დაარღვევს, არავის ეპატიება! ყველას მოეთხოვება პასუხი და ხელს თავზე არავის გადავუსვამთ! საქართველოში სხვა რეალობაა, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ერისკაცი ბატონი ბიძინაა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

პოლიციაში ბევრი ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მსახურობს, საამაყო ქართველები, რომლებიც ყოველდღე საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სხვების უსაფრთხოებას, ემსახურებიან საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ფარად დგანან! ჩასაფრებულ და გაფარჩაკებულ ოპოზიციას კი არ მივცემთ უფლებას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პირად შემადგენლობას გადააბრალონ! შსს-ს ჰყავს ღირსეული მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ასევე ღირსეული მოადგილეები, ქვეყნის პატრიოტები! ყველა ღირსეული, პატრიოტი და პატიოსანი პოლიციელის გვერდით ვიდგები პირადად მე, დიტო სამხარაძე! გვეიმედებით და მადლობა, რომ ემსახურებით საქართველოს! პოლიციელი გმირია” – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: როდესაც იცი, რომ ამ დღეს თავის დროზე მოწყობილი გაქვს უმძიმესი ღამე შენი თანამოქალაქეებისთვის, სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველის გამზირი, ადამიანები გყავს დახოცილი და ამ დღეს აწყობ საპროტესტო აქციას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავხედობის გამოხატულება
Next: დავით ქართველიშვილი: იმედი მაქვს, ჩინეთის ლიდერს ისეთი გავლენა აქვს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებზე, რომ მათ მოუწევთ საბოლოოდ საქმე მიიყვანონ გარკვეულ ზავამდე, სამშვიდობო შეთანხმებამდე ან თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.