Skip to content
27/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: იმედი მაქვს, ჩინეთის ლიდერს ისეთი გავლენა აქვს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებზე, რომ მათ მოუწევთ საბოლოოდ საქმე მიიყვანონ გარკვეულ ზავამდე, სამშვიდობო შეთანხმებამდე ან თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე

მარშალ პრესი 27/05/2026
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მიმდინარე გლობალური პოლიტიკური პროცესების ფონზე განსაკუთრებულ იმედს ჩინეთის ლიდერზე ამყარებს, რომელსაც, მისი შეფასებით, შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც ამერიკის, ისე რუსეთის ლიდერებზე. „ჩინეთის ლიდერს ჩემზე და თქვენზე უკეთ ესმის პროცესების განვითარების სხვადასხვა სცენარი, და, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ფართომასშტაბიანი ქაოსი“ – აცხადებს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ფართომასშტაბიანი ქაოსი შესაძლოა მსოფლიო მნიშვნელობის სერიოზულ ცვლილებებში გადაიზარდოს, რის თავიდან აცილებაშიც, მისი შეფასებით, ჩინეთს მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს.

„ამ არეული პოლიტიკოსების ფონზე, ერთადერთი, ვისი იმედიც მაქვს, არის ჩინეთის ლიდერი, რომელთანაც ჯერ ამერიკის პრეზიდენტი ჩავიდა, შემდეგ კი რუსეთის. მას ჩემზე და თქვენზე უკეთ ესმის ამ პროცესების განვითარების რამდენიმე სცენარი და, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ფართომასშტაბიანი ქაოსი, რომელმაც შეიძლება მსოფლიო მნიშვნელობის სერიოზული ძვრები გამოიწვიოს. იმედი მაქვს, ჩინეთის ლიდერს ისეთი გავლენა აქვს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებზე, რომ, უნდათ თუ არა, მოუწევთ საბოლოოდ საქმე მიიყვანონ გარკვეულ ზავამდე, სამშვიდობო შეთანხმებამდე ან თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს მიეცეს საშუალება, დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში ჩაატაროს ახალი არჩევნები და ამ არჩევნებმა მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი შედეგი მოიტანოს,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: დიმიტრი სამხარაძე: ვინც კანონს დაარღვევს, ყველას მოეთხოვება პასუხი – საქართველოში სხვა რეალობაა, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია და პრემიერი ირაკლი კობახიძე, ოპოზიციას კი არ მივცემთ უფლებას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პირად შემადგენლობას გადააბრალონ!
Next: ჩვენ გვქონდა საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, მათ შორის, ზოგადად ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე, დანარჩენი დამოკიდებულია პრაქტიკულ ნაბიჯებზე, იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.