უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის 35-ე ჩემპიონატი მკლავჭიდში და 28-ე პარამკლავჭიდში ჩატარდა, მასში აჭარის ნაკრების წევრი, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მწვრთნელი მკლავჭიდში და მისი მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებმაც ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.
ევროპის მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატზე ორი სპორტსმენი ორივე მკლავში, ევროპის ჩემპიონი გახდა.
მარიამ ნოდია – მარჯვენა და მარცხენა მკლავი ოქრო
ნათია ჩხაიძე ახალგაზრდებში მარჯვენა და მარცხენა მკლავი – ოქრო
უფროს ასაკში მარჯვენა და მარცხენა მკლავი – ოქრო
გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ულოცავს სპორტსმენებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალ შეჯიბრებებში.
