Skip to content
26/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა

მარშალ პრესი 26/05/2026
5Capture

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უფლის რწმენაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი არის ის ძალა, რომელმაც ქვეყანას დააძლევინა მრავალი სირთულე წარსულში და ასევე დააძლევინებს ყველა სირთულეს მომავალში.

„ისევე, როგორც წმინდა ილია მართალმა, ილია II-მაც სამი სიტყვით გამოხატა უმთავრესი ღირებულებები, რომლებსაც თითოეული ქართველის თვითშეგნება უნდა ეფუძნებოდეს: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ყალბია ყოველგვარი პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი, რომელიც ღმერთის შიშსა და რწმენაზე არ არის დაფუძნებული. სწორედ უფლის რწმენაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი არის ის ძალა, რომელმაც დაგვაძლევინა მრავალი სირთულე წარსულში და რომელიც დაგვაძლევინებს ყველა სირთულეს მომავალში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს მიმართა და უსურვა, რომ მისი მოღვაწეობა საფუძვლად დაედოს კიდევ ერთ გამორჩეულ ეპოქას დედაეკლესიის ისტორიაში.

„ღრმა პატივისცემით მივესალმები უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს – უფლის ნებით, ილია II-ის ანდერძით და წმინდა სინოდის თანადგომით გამორჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს. უწმიდესს და უნეტარესს ვუსურვებ, მისი მოღვაწეობა საფუძვლად დაედოს კიდევ ერთ გამორჩეულ ეპოქას ჩვენი დედაეკლესიის ისტორიაში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე – 26 მაისია. ას რვა წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო
Next: წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.