Skip to content
26/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კონსტანტინე გამსახურდია: გავლენის აგენტები ცდილობენ საქართველოში შექმნან სამოქალაქო ომის სიტუაცია

მარშალ პრესი 24/05/2026
konstantine gamsakhurdia

1918 წლის 26 მაისს ხორცი შეესხა ქართული საზოგადოების, ქართველი ერის საკრალურ ოცნებას, დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამის გარდა რეალური ბრძოლის და მუშაობის დაწყებას ჭეშმარიტი სუვერენიტეტის მისაღწევად. გადაიდგა ნაბიჯები ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, დამოუკიდებელ საქართველოშიც გრძელდება გარე ძალებისგან შუღლის გაღვივების მცდელობა.

„გავლენის აგენტები ცდილობენ საქართველოში შექმნან სამოქალაქო ომის სიტუაცია, დაპირისპირება, შექმნან ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებაში დიალოგი ვერ ხერხდება, ხდება მუდმივი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია. ესეც არის საქართველოს სუვერენიტეტისადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესში. მათ სურთ პერმანენტული სამოქალაქო ომის სიტუაცია, პერმანენტული დაპირისპირება და პერმანენტული პოლარიზაცია“, – აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!
Next: დავით ქართველიშვილი: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს „რეგიონულ ლიდერად“, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.