Skip to content
24/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

მარშალ პრესი 24/05/2026
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს რუსეთის მიერ თავისი ბაზრის შეზღუდვას სომხური პროდუქციისთვის. ანალიტიკოსის აზრით, ესაა პირდაპირი გზავნილი ერევნისთვის, რათა შეცვალონ გეოპოლიტიკური კურსი. ქართველიშვილი წერს, რომ სომხეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ზედმეტად ღრმაა, სწორედ ამიტომაა კონფლიქტი მისთვის სახიფათო: „სომხეთს პოლიტიკურად სურს რუსეთისგან დისტანცირება, მაგრამ ეკონომიკურად კვლავაც რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. მოსკოვს ეს ძალიან კარგად ესმის და მოქმედებს არა ტანკებით, არამედ ფიტოსანიტარული აქტებით, ლაბორატორიული შემოწმებებითა და სავაჭრო ბარიერებით. საქართველოს ეს “კინო” უკვე ნანახი აქვს“ – წერს ანალიტიკოსი. ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროპას არ შეუძლია რუსეთის ჩანაცვლება მოხმარების მოცულობით, ლოჯისტიკითა და სომხური პროდუქციის ბრუნვის სისწრაფით.

„7 ივნისის არჩევნების წინ, რუსეთი სომხეთის ყველაზე მტკივნეულ წერტილს ურტყამს – საფულეს: კონიაკი, ღვინო, ყვავილები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მინერალური წყალი. ეს უბრალოდ საქონელი არ არის, ეს ქვეყნის ძირითადი საექსპორტო სისტემაა. როდესაც მოსკოვი საკუთარ ბაზარზე წვდომას ზღუდავს, ერევანს სრულიად გასაგებ სიგნალს უგზავნის: თქვენი გეოპოლიტიკური შემობრუნება ფასი ეღირება, სამუშაო ადგილების, შემოსავლებისა და შიდა სტაბილურობის სახით. სომხური საზოგადოება ამ ყველაფერზე ერთიანი ფრონტით არ რეაგირებს, ისედაც პოლარიზებული საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებითაც გაყოფილია. ფაშინიანის მხარდამჭერები ამ ყველაფერს კრემლის ზეწოლად აღიქვამენ ქვეყნის დამოუკიდებელი კურსის გამო. ოპოზიცია კი თავად ფაშინიანს ადანაშაულებს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან ურთიერთობების დანგრევაში. ბიზნესისთვის კი იდეოლოგია მეორეხარისხოვანია – მათ სჭირდებათ პროდუქციის გაყიდვა, ხელფასების გადახდა და კონტრაქტების შენარჩუნება.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ რადიკალურად პრორუსული ბანაკი, ბოლო წლების საერთო დინამიკიდან გამომდინარე, უკვე აღარ გამოიყურება უმრავლესობად. ყარაბაღის მოვლენების შემდეგ რუსეთის, როგორც უსაფრთხოების უპირობო გარანტის იმიჯი, ბევრისთვის სერიოზულად შეირყა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სომხური საზოგადოების უმრავლესობა მზად არის მოსკოვთან მკვეთრი გაწყვეტისთვის, ეკონომიკური დამოკიდებულება ჯერ კიდევ ზედმეტად ღრმაა. სწორედ ამიტომ არის ეს კონფლიქტი ერევნისთვის განსაკუთრებით სახიფათო. სომხეთს პოლიტიკურად სურს რუსეთისგან დისტანცირება, მაგრამ ეკონომიკურად კვლავაც რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. მოსკოვს ეს ძალიან კარგად ესმის და მოქმედებს არა ტანკებით, არამედ ფიტოსანიტარული აქტებით, ლაბორატორიული შემოწმებებითა და სავაჭრო ბარიერებით. საქართველოს ეს “კინო” უკვე ნანახი აქვს. ეს არის ზეწოლის ცივი და პრაგმატული ფორმა, ხმამაღალი განცხადებების გარეშე, მაგრამ პირდაპირი დარტყმით სომხეთის შიდა სტაბილურობაზე. ამ ყველაფრის ფონზე, მთავარი სტრატეგიული კითხვა ერევნისთვის დღეს არის: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?! დღევანდელი რეალობით პასუხი სომხური ეკონომიკისთვის ცალსახად უარყოფითია. ევროკავშირს შეუძლია გრანტების პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის მხოლოდ თეორიული შეთავაზება (ეს “კინოც” ნანახი გვაქვს), მაგრამ რუსეთის ჩანაცვლება მოხმარების მოცულობით, ლოჯისტიკით, ისტორიული სავაჭრო კავშირებითა და სომხური პროდუქციის ბრუნვის სისწრაფით, ევროპას არც ახლო მომავალში შეუძლია და არც გრძელვადიან პერსპექტივაში“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.