Skip to content
23/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბექა ძამაშვილი: „გადაწყვეტილება, უნდა დაჯარიმდეს თუ არა კონკრეტული პირი, მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ“

მარშალ პრესი 23/05/2026
beka dzamashvili

„სამართლებრივ სახელმწიფოში ნეიტრალური პირი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებს შორის ბალანსის დაცვას, არის მოსამართლე“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატების ფორმატში განაცხადა.

ბექა ძამაშვილი გამოეხმაურა ინიციატივას, რომლის თანახმადაც, შს სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

„იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ბალანსი, გამოხატვის თავისუფლება ზედმეტად არ შეიზღუდოს, არ დაიკარგოს კრიტიკა, არ მოხდეს შეფასება სუბიექტურად შს სამინისტროს კონკრეტული დანაყოფის მიერ, ეს ყველაფერი გადაზღვეულია კანონმდებლობით – ყველა ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება – უნდა დაჯარიმდეს თუ არა კონკრეტული პირი, მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ. შს სამინისტროს ეს დანაყოფი დამოუკიდებლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, საქმე წავა შიდა სასმართლოში, ჩაერთვება მოსამართლე, ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი. სამართლებრივ სახელმწიფოში ნეიტრალური პირი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებს შორის ბალანსის დაცვას, არის მოსამართლე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

Post navigation

Previous: ბექა ძამაშვილი: „ევროპული სასამართლოს შეფასებით, ქართულმა სასამართლოებმა ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის“
Next: ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.