Skip to content
23/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“

მარშალ პრესი 23/05/2026
beka dzamashvili

„ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, რომელიც სტრასბურგში წასულიყო და იქ დადგენილიყო, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა. ასეთს ვერ დაასახელებთ. ამაზე ობიექტური შემფასებელი არ არსებობს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ბექა ძამაშვილმა ქართული სასამართლოების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის კრიტერიუმებზე ისაუბრა:

„რით შეიძლება შეფასდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა? პირველი, ეს არის მოქალაქეების აღქმები. ეს საკითხი რომ გადაგვეზღვია, 2024 წელს ჩატარდა „იფსოს საფრანგეთის“ მიერ შესაბამისი კვლევა. სასამართლოსადმი ნდობის პროცენტი იყო 61%; იმავე გამოკვლევით ევროკავშირის ქვეყნებში იყო 53%.

მეორე, ყველაზე ობიექტური – ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, რომელიც სტრასბურგში წასულიყო და იქ დადგენილიყო, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა. ასეთს ვერ დაასახელებთ. ამაზე ობიექტური შემფასებელი არ არსებობს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

Post navigation

Previous: ბექა ძამაშვილი: „გადაწყვეტილება, უნდა დაჯარიმდეს თუ არა კონკრეტული პირი, მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.