Skip to content
23/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბექა ძამაშვილი: „ევროპული სასამართლოს შეფასებით, ქართულმა სასამართლოებმა ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის“

მარშალ პრესი 23/05/2026
beka dzamashvili

,,ევროპული სასამართლოს შეფასებით, ქართულმა სასამართლოებმა, მათ შორის, საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუსტიციის მინიტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლომ შეაფასა უკვე დამკვიდრებული ჩვენი შიდა ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა. საუბარი იყო 2014 წელს, 2020 წელს, 2021 წელს უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ამ თემას ეხებოდა, და კონკრეტულ ამ საქმეზეც ევროპული სასამართლოს შეფასებაც იყო ზუსტად ასეთი – რომ ქართულმა სასამართლოებმა, მათ შორის, ამ კონკრეტულ საქმეშიც, ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

Post navigation

Previous: ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“
Next: ბექა ძამაშვილი: „გადაწყვეტილება, უნდა დაჯარიმდეს თუ არა კონკრეტული პირი, მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.