Skip to content
23/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

ხაშურში სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს

მარშალ პრესი 23/05/2026
susi

საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანამშრომელი ხაშურში საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს ქ. ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე, საკუთარ ავტომანქანაში თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც ყოფილა. წლების განმავლობაში, პრივილეგირებული კასტა, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ
Next: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ძიმითის მე-3 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.